ხარჯთაღმრიცხველი

თბილისი სრული განაკვეთი ჯიარჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
კომპანია „ჯიარჯი“ 2013 წლიდან დღემდე წარმოადგენს საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვან კომპანიას საქართველოში. ძირითადი საქმიანობის სფეროა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხმლები პროდუქციის წარმოება. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები და საგზაო ტექნიკა.
ცხადდება ვაკანსია ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:
პოზიციის დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 – 18:00)
სამუშაო ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი (ქ. თბილისი, ი.აბაშიძის ქ. N70)
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (2500-3000 net)

ფუნქციები:
  • საგზაო სამშენებლო პროექტების დაგეგმარება და მართვა;
  • პროექტის ბიუჯეტის შემუშავება, ინიცირება და დამტკიცების შემდგომ, ათვისების კონტროლი;
  • სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტის გადახარჯვის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა მენეჯმენტთან შეთანხმებით;
  • სატენდერო დოკუმენტაციის განხილვა და განფასების მოზადება; 
  • ხარჯთაღრიცხვის, ფორმა N2-ს, ფორმა N3-ს, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სამშენებლო ობიექტის პროექტირების ეტაპზე სხვა მნიშვნელოვანი საპროექტო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მოწესრიგების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება მშენებლობის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
  • Autocad-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2);

პიროვნული უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დაგეგმარების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ინიციატორი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორაციული ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტით;
  • ავტომობილითა და სწვავით უზრუნველყოფას;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 11 ნოემბრამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@grgroup.ge სათაურის ველში (subject) აუცილებლად  მიუთითეთ პოზიციის დასახელება “ხარჯთაღმრიცხველი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს „ჯიარჯ ”-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს „ჯიარჯი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. 
გისურვებთ წარმატებას