დაცვის თანამშრომელი
თარიღები: 11 ოქტ - 09 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: khakhalaia@giec.ge
შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში.  ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 
ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას,უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც,  როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. 
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას.
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტის დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • გააკონტროლოს შიდა და გარე პერიმეტრი
  • დაიცვას უსაფრთხოების წესები
  • თვალყური ადევნოს კამერებს

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
  • პუნქტუალური, დისციპლინირებული, მოწესრიგებული;
  • მკაფიო გამართული მეტყველების უნარი;
  • გაწონასწორებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აღნიშნული პროფილით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ვაკანსიით დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khakhalaia@giec.ge    გთხოვთ,  ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა; 
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით;  ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე. 
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.