ფინანსისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჰიტეკო ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას „ფინანსისტის” პოზიციაზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით - დამოკიდებულია კვალიფიკაცია და მიღებულ გამოცდილებაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი სრული.
სამუშაოს ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სტაბილური.

„ჰიტეკო ჯგუფი“ არის სწრაფად მზარდი, წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ფუნქციონირებს 2018 წლიდან. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო სამუშაოების შესრულება, რომელიც იყოფა ორ ძირითადი მიმართულებად, ესენია: 
  • სამშენებლო მძიმე ტექნიკით მომსახურება;
  • სხვა სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების შესრულება; 
  • კომპანიის მთავარი მიზანია მისი პროფესიონალი და კარგათ ორგანიზებული გუნდით, საქმე შეასრულოს შეთანხმებულ ვადებში - უმაღლესი ხარისხით.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიების ფინანსური ანალიზი;
  • პროექტების მომგებიანობის ანალიზი;
  • პროექტების ბიუჯეტის შედგენა;
  • კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
  • სხვადასხვა რეპორტების მომზადები, მათი ზუსტი და დროული წარდგენის უზრუნველყოფა უშუალო ხელმძღვანელთან;
  • საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და დამუშავება როგორც შიდა, ისე გარე წყაროებიდან.
  • სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კომპანიის საოპერაციო პროცესებში ჩართვა, საოპერაციო დეპარტამენტისთვის რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემა;
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა ფინანსური სამუშაოს შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • Excel -ის გამართული ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hitecogroup@hiteco.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ “სამუშაოთა მწარმოებელი”.