ტელეკომპანია იმედი აცხადებს ვაკანსიას ხმის რეჟისორის პოზიციაზე.
ფუნქცია / მოვალეობები
- ხმის ჯგუფის უფროსთან ერთად გადაცემის ჩაწერამდე ტექნიკის მომზადება.
- ასისტენტთან ერთად მიკროფონებისა და ყურის შემოწმება.
- საკომუნიკაციო სისტემის (ინტერკომის) გამართულობის შემოწმება.
- გადაცემის მსვლელობისას ხარვეზების გარეშე ხმის ჩაწერა.
- საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის მონტაჟი, ინსტალაცია, დემონტაჟი, დასაწყობება.
- ხმის პულტის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება ხმის რეჟისორის პოზიციაზე (სასურველია ტელევიზიაში);
- MS Office;
- Saound forge, ან Nuendo, ან Protools; ან Cubase
სამუშაო გრაფიკი
არაუმეტეს 4 დღისა კვირაში
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე
hr@imedi.ge არაუგვიანეს 2024 წლის 9 ნოემბრისა.გთხოვთ, ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გაითვალისწინეთ, რომ პორტფოლიოს ან ნამუშევრების ლინკის გარეშე თქვენი მონაცემები არ განიხილება; გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!