გეოდეზისტი
2xP PRIORITY AWARD
თარიღები: 11 ოქტ - 09 ნოე
მდებარეობა: თბილისი საქართველოს მაშტაბით
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 3500
სამშენებლო, უძრავი ქონება:  გეოდეზისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@award.ge
შპს ,,AWARD’’ აცხადებს  გეოდეზისტის ვაკანსიას.  

პოზიციის დასახელება:გეოდეზისტი
ორგანიზაცია:შპს  AWARD  
სამუშაო ადგილი:თბილისი-რეგიონები
სამუშაოს ტიპი:სრული განაკვეთი
ხელფასი:3500 ლარი

მოვალეობები:
  • სამშენებლო მოედანზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე, სათანადო კვლევების განხორციელება;
  • სათანადო საველე ტოპოგრაფიული (ორთო) სამუშაოების განხორციელება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილების შემთხვევაში ან ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, სათანადო საშემსრულებლო დოკუმენტაციისა და პროექტის ტექნიკური და ახალი მიერთებების პროექტების დამუშავებაში მონაწილეობა;
  • დაკვალვითი სამუშაოების შესრულება, როგორც ტაქეომეტრით, ასევე GPS მიმღების გამოყენებით;
  • GPS ხელსაწყოთი გეოდეზიური ნიშნულების აღება;
  • ტახეომეტრით ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
  • სქემატური ნახაზების შედგენა;
  • ორთოფოტოების მომზადება;
  • კომუნიკაციების ნიშნულების ზუსტად განსაზღვრა;
  • აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა;
  • შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება;

პროფესიული მოთხოვნები:
  • აღნიშნული პროფილით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული  პროგრამებისა და შესაბამისი საჭიროების პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office, Archicad, Autocad);

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@award.ge
შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10/11/2024.
გისურვებთ წარმატებას!