მიმტანი
თარიღები: 11 ოქტ - 25 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმტანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HC1N1-FB@accor.com
Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. 
Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხამრებელს!   

თქვენი ცოდნა და გამოცდილება: 
  • სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • მომხმარებლის ყურადღებით და მოთმინებით მომსახურება; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა; 
  • მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი; 
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კლიენტის დახვედრა და მაგიდამდე მიცილება 
  • მენიუს მიწოდება საჭიროების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდება 
  • მომხმარებლის შეკვეთილი საკვებითა და სასმელით მომსახურება 
  • სტუმრებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა 
  • გადახდის ჩეკებისა და ქვითრების შეგროვება და უზრუნველყოფა 

რა დაგხვდებათ ჩვენთან: 
  • ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა 
  • კონკურენტული ანაზღაურება 
  • მეგობრული და დინამიური გარემო 

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HC1N1-FB@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 25/10/2024 
ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ „Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.