ქ.ქუთაისში მდებარე კაფე ,,თუ ლე ჟუ“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის ცოდნა;
- სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- სალაროსთან დაკავშირებული პროცედურების ცოდნა;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- პროდუქციის დახლებზე განთავსება, ფას მაჩვენებლების მოწესრიგება და სიზუსტის კონტროლი;
- მომხმარებლისთვის, განთავსებულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით- თვეში 15 ცვლა (08:00-20:00; 10:00-22:00);
- სამუშაო ადგილი: ქ.ქუთაისი, ბუხაიძის N20ა;
- სამუშაო ანაზღაურება: 700 ლარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: cafe@tlj.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!