ლოჯისტიკის მენეჯერი
თარიღები: 11 ოქტ - 09 ნოე
მდებარეობა: მცხეთა
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@geobeer.ge
კომპანია „ზედაზენი 2012“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სრული ლოჯისტიკური ციკლის კოორდინაცია და მართვა;
  • ლოჯისტიკური ხარჯების ეფექტურობის განსაზღვრა;
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა პროცესის გამართულად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • სასაწყობე მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაწყობე ფართის სწორად გამოყენების და პროდუქციის უსაფრთხო პირობებში შენახვის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;
  • გაუქმებული შეკვეთების მონოტორინგი;
  • პროდუქციის და ინვენტარის დროული და სწორი დაბრუნების  უზრუნველყოფა;
  • ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება/კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შეფასება, წახალისება,  სამსახურში გამოცხადების კონტროლი;
  • ავტოპარკის მოვლა;
  • წარმოქმნილ პრობლემებზე დროული რეაგირება;
  • სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სადისტრიბუციო სისტემის/ქსელის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • სიზუსტეს და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში,  თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2024 წლის 9 ნოემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას  ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ  კომპანია ზედაზენი 2012 - მა თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს შპს ზედაზენი 2012 - ის  მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე.  იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ კომპანია ზედაზენი 2012 - მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.