შესყიდვების სპეციალისტი

რუსთავი სრული განაკვეთი AUTOPAPA
მივლინება: არა ხელფასი: 1400
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)

AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00;
  • ანაზღაურება: 1400 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი


ძირითადი მოვალეობები

  • სამეურნეო დეპარტამენტისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვების წარმოება;
  • დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურში დასწრების კონტროლი და შესრულებული საქმის მონიტორინგი;
  • დეპარტამენტის მუშაობის ყოველთვიური ანგარიშგებების მომზადება და მომდევნო თვის გეგმის შედგენა;
  • კომპანიის ადმინისტრაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და გაფორმებული ხელშეკრულებების მართვა/დაარქივება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე სასურველია;
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიამრთულებით სასურველია;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 

უნარები და პიროვნული თვისებები

  • მაღალი მოტივაცია და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და ორგანიზებული;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.


მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ:
https://autopapa.ge/ge/page/about

https://m.facebook.com/autopapa.ge/


მოგვწერეთ: hr@autopapa.com

დაგვიკავშირდით: +995 557692960 ნინო.


გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.


AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!