ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია "Waterland"-ი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონ, სოფელ ნატახტარში ეძებს გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.
მოვალეობები
- კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოებას ;
- კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა;
- პირველადი დოკუმენტების მომზადება, სისწორის შემოწმება, დალაგება და პროგრამაში გატარება;
- ყოველთვიური ბალანსის, მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, დეკლარაციების მომზადება;
- პროდუქციის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
- ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ფინანსურ სფეროში
- საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
- პროგრამა 1C-სა და Excel-ის კარგად ცოდნა. მაღალ დონეზე ცოდნა
- საწარმოში მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- რუსული ენის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დისციპლინირებული, შრომისმოყვარე;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდის ეფექტურად მართვის უნარი
პირობები
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- ანაზღაურება შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
- გამოსაცდელი ვადა 6 თვე.
- კომპანიის მომსახურეობის სერვისში შედის:
- თანამშრომლების ტრანსპორტირება
- სადილით უზრუნველყოფა
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ - ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის
მისამართზე Bakhtadze.G@gudauri.world სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტოთ ნომერზე +995 598 833 411
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!