მთავარი ბუღალტერი
თარიღები: 11 ოქტ - 09 ნოე
მდებარეობა: მცხეთა ნატახტარი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Bakhtadze.G@gudauri.world
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 598 833 411

ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია "Waterland"-ი, რომელიც მდებარეობს მცხეთის რაიონ, სოფელ ნატახტარში ეძებს გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.


მოვალეობები

  • კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოებას ;
  • კომპანიის ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • ყოველდღიური სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების საბუღალტრო ასახვა;
  • პირველადი დოკუმენტების მომზადება, სისწორის შემოწმება, დალაგება და პროგრამაში გატარება;
  • ყოველთვიური ბალანსის, მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება, საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, დეკლარაციების მომზადება;
  • პროდუქციის, სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
  • ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება


მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ფინანსურ სფეროში
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
  • პროგრამა 1C-სა და Excel-ის კარგად ცოდნა. მაღალ დონეზე ცოდნა
  • საწარმოში მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • რუსული ენის ცოდნა;

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • დისციპლინირებული, შრომისმოყვარე;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი 


პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • ანაზღაურება შეთანხმებით კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
  • გამოსაცდელი ვადა 6 თვე.
  • კომპანიის მომსახურეობის სერვისში შედის:
  • თანამშრომლების ტრანსპორტირება
  • სადილით უზრუნველყოფა


თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ - ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის

მისამართზე Bakhtadze.G@gudauri.world  სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტოთ ნომერზე +995 598 833 411


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!