სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს ,,ემერჯენსი სერვისი“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს - უმცროსი ექიმის და ბრიგადის ექთნის ვაკანტურ პოზიციებზე ქალაქი თბილისი;
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ან ცნობა სასწავლებლიდან;
- მინიმუმ 1 წლის პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში; (სასწრაფო დახმარების ბრიგადაზე მუშაობის)
- კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
- სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო განაკვეთი 1 მორიგეობა 24 სთ. (4დღეში ერთხელ)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე - info@ers.ge უნდა გამოგზავნონ CV . დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.