სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ქ. გორში.
მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მცირე და საშუალო ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის გაკეთება ;
- საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
- პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე:
hr@basisbank.ge
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2024 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!