სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი გრავიტონ ქონექთი
მივლინება: არა
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი
Graviton მარკეტინგული და დისტრიბუციული კომპანიაა, რომელიც მაღალი ხარისხის თავის მოვლის პროდუქტების ფართო სპექტრის იმპორტითა დაკავებული.
ჩვენი პორტფელიო მომხმარებლისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დეტალური ანალიზის საფუძველზეა ჩამოყალიბებული და მოიცავს სახის, ტანის, თმის და პირის ღრუს მოვლის პროდუქტებს. მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ მაღალი ხარისხის ვიტამინებსა და საკვებ დანამატებს. 

გუნდში აქტიური პოზიციაა, სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე
პოზიციის მიზანი: სამედიცინო წარმომადგენლის როლის მთავარი მიზანია ენდოკრინოლოგებთან და ჯანდაცვის პროფესიონალებთან სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათი რეგულარულად მონახულება ჩპროდუქტების პორტფელიოს წარსადგენად და გაცნობისთვის. 

პოზიციის ძირითადი საქმიანობა:
  • სტრატეგიის შემუშავება კლინიკებისა და ექიმების იდენტიფიცირებისთვის და მათთან ურთიერთობის განსავითარებლად;
  • მყარი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება ექიმებთან და სხვა ჯანდაცვის წარმომადგენლებთან; 
  • კლინიკებისა და სამედიცინო ოფისების მონახულება ჩვენი პროდუქციის პორტფოლიოს წარსადგენად და ექიმებისათვის მათი სარგებლის ახსნა შემდგომში პაციენტებთან რეკომენდირებისთვის;
  • ბაზრის კვლევის ჩატარება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის მიზნით და ეფექტური ვიზიტების დაგეგმვა;
  • გაყიდვების საქმიანობის და შესრულების დეტალური რეპორტების გაზიარება უშუალო მენეჯერთან, მათ შორის მოსაზრებებისა და რეკომენდაციების, სამომავლო გეგმების და ნაბიჯების გასაუმჯობესებლად;
  • გაყიდვების მიზნების მიღწევა და კომპანიის დისტრიბუციული ქსელის განვითარებაში აქტიური ჩართულობა; 
 
როლისთვის საჭირო კომპეტენციები:
  • სამედიცინო წარმომადგენლად ან ფარმაცევტული/არაფარმაცევტული პროდუქციის გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • ექიმების მონაცემთა ბაზის ფლობა სავალდებულოა, ენდოკრინოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით ბაზების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართულად კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესაძლებლობა სანდომიანი და მყარი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად; 
  • დამოუკიდებლად/გუნდურად  მუშაობის შესაძლებლობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ლოგიკურად და ანალიტიკურად აზროვნების უნარი, გაყიდვების მონაცემთა დამუშავებისა და რეპორტების წარდგენისთვის;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, და პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად აღმოფხვრისშესაძლებლობა; 
  • ინიციატივიანობა, გუნდისა და კომპანიის მიზნების მხარდაჭერაზე მობილიზებულობა.
 
რას გთავაზობთ ჩვენ:
  • ლანჩის უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ლოკალურ და საერთაშორისო ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა დინამიურ და პროდუქტიულ გარემოში;
  • ინკლუზიურ და ჯანსაღ გარემოს, მუდმივი განვითარებისთვის.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 10 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: hr@remediumsystem.com
გამოგზავნისას subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სამედიცინო წარმომადგენელი.

რეზიუმეს გაგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პოტენციური დამსაქმებლისთვის პერსონალურიმონაცემების გადაცემასა და დამუშავებაზე. თუ არ გადახვალთ რეზიუმეების გადარჩევის ეტაპზე, შერჩევის  გუნდიშეინახავს თქვენს განაცხადს მომავალი პოზიციებისთვის  და საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებათ.