საწყობის მუშაკი

თბილისი სრული განაკვეთი Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშაკის პოზიციაზე.
Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხამრებელს!  

თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
  • მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყველა სახის მოწოდებული საქონლის გადმოტვირთვა, საქონლის მიღება, შენახვა და გაცემა;
  • ვეტერინარული შესაბმისობისა და ხარისხის სერთიფიკატების ხელმისაწვდომობის კონტროლი მოწოდებულ პროდუქციაზე;
  • საწყობის ყველა ოთახში წესრიგის და სისუფთავის დაცვა;
  • მიღებული პროდუქციის პროგრამაში ასახვა და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ყოველთვიურ და ადგილზე ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • ყველა შემოსული და გამავალი ინფორმაციის სწორი და დროული მიწოდების კონტროლი.

რა დაგხვდებათ ჩვენთან:
  • ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • მეგობრული და დინამიური გარემო;
  • ლანჩი

იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: NHC1N1-HR@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24/10/2024

ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ „Tbilisi Philharmonic Hotel by Mercure & Tbilisi Saburtalo Hotel by Mercure“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.