დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი თურსა
მივლინება: არა ხელფასი: 1200
განათლება: საშუალო განათლება მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: დისტრიბუცია
სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: დისტრიბუტორი
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.

ძირითადი მოვალეობები:
  • სატრანსპორტო საშუალების მართვა;
  • საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა;
  • ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო);
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; (სავალდებულო)
  • ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება).

უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:
  • მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
  • შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • აკურატული, პუნქტუალური, ენერგიული, დისციპლინირებული.

სამუშაო დრო:
  • 09:00-18:00 საათამდე დასვენების დღე შაბათ-კვირა
  • ანაზღაურება: 1200₾ + ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Tursahr@gmail.com  გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "დისტრიბუტორი (თბილისი)". 
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.