მოლარე
1xP PRIORITY თურსა
თარიღები: 11 ოქტ - 08 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 1050
გაყიდვები:  მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Tursahr@gmail.com
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდული პროდუქციის გატარება
  • პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00
  • დასვენება: კვირაში 1 დღე
  • ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 3 თვის განმავლობაში მიიღებს 1000 ლარს, ხოლო შემდგომ - 1050 ლარს.
  • აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2-3 დღე.
  • 3 (სამი) თვის შემდგომ ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია

მოთხოვნები:  
  • აუცილებელია გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე. 
  • სასურველია Apex-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursahr@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე (თბილისი)". 

კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.