Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას შიდა მონიტორინგისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე. კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 8 "coffee shop"-ით. ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლათფორმებს:
გრაფიკი: სრული განაკვეთი.
სამუშაო საათები: 10:00სთ.– 18:00სთ.;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჯუმბერ ლეჟავას 22;
ხელფასი: 2000 ლარი + საბონუსე სისტემა 1000 ლარის ფარგლებში
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყოველდღიური საოპერაციო და ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
- კომპანიის შინაგანაწესის დაცვის მონიტორინგი;
- დისციპლინარული და სხვა სახის დარღვევების აღრიცხვა და დაფიქსირება;
- კომპანიის უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- არაკეთილსინდისიერი ქმედებების პრევენცია და გამოვლენა;
- შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი;
- მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი და ხელყოფისაგან დაცვა;
- თანამშრომლების მიერ სამსახურში გატარებული დროის აღრიცხვა და კონტროლი;
- მონიტორისნგის სამსახურის წესდების შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
- ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
- საწყობის, წარმოების ინვენტარიზაციაზე დასწრება;
- ყოველთვიურად არანაკლებ 3 აღწერაზე დასწრება;
- ობიექტების შემოწმება ადგილზე მისვლით, სალაროების გადათვლა, ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერის შესაბამისი კონტროლი;
- ჩეკების დეტალური ანალიზი და მართებულობის დადასტურება;
- თანამშრომლების საკუთარი იუზერებით მუშაობის კონტროლი;
- ობიექტის მომარაგების მონიტორინგი, ხარვეზების აღმოჩენა, დაფიქსირება;
- ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერების ვალიდაცია კამერებით;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი;
- ხელმძღავნელობის მითითებების შესრულება.
- სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ დაზღვევას;
- ჩვენს პროდუქციაზე 40% ფასდაკლებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კოფისტა მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის
და გისურვებთ წარმატებას.