ჩვენ ვართ „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
არქიში ვეძებთ 3დ დიზაინერს და გთავაზობთ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
აუცილებელია პორტფოლიოს ატვირთვა
ფუნქცია-მოვალეობები:
- 3დ ვიზუალიზაცია;
- ინტერიერის და ექსტერიერის რენდერების შექმნა;
- ბინების აქსონომეტრიული რენდერების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- 3Ds max, V-ray პროგრამაში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- Adobe Photoshop პროგრამაში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.