დიზაინერის თანაშემწე
თარიღები: 16 ოქტ - 08 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული ქართული
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@mildiani.ge
მეღვინეობა ,,მილდიანი’’-ს კომპანია "წინანდლის ძველი მარანი" აცხადებს ვაკანსიას. ,,დიზაინერის თანაშემწი’’-ს პოზიციაზე. 
მისამართი: ქ.თბილისის, ანა პოლიტკოვსკაიას N 5.

ძირითადი მოთხოვნები:
  • განათლება: (სასურველია) უმაღლესი;
  • სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია;
  • ენები: ქართული, (სასაუბრო დონეზე: ინგლისური და რუსული);
  • გრაფიკული დიზაინის პროგრამების საფუძვლების ცოდნა (CorelDraw; Illustrator)
  • საოფისე პროგრამების ფლობა.

სამუშაო ვალდებულებები:
  • არსებული გრაფიკული დიზაინის დაკორექტირება და დამუშავება;
  • სხვადასხვა სარეკლამო მასალის გრაფიკული დიზაინის დამუშავება;
  • საინფორმაციო სტიკერების შექმნა და საჭიროების შემთხვევაში არსებულის განახლება;
  • სოციალური მედიისთვის განკუთვნილი სარეკლამო მასალების დიზაინის მომზადება;
  • ახალი პროდუქციის კონცეფციის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
  • დიზაინერის უშალო დავალებების შესრულება;
  • სტამბებთან კომუნიკაცია;
  • საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების და ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • მის: ქ.თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 5;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 სამუშაო დღე;
  • დასვენების დღეები: შაბათი კვირა;
  • სამუშაო საათები: 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, გამოცდილების მიხედვით.
  • გამოსაცდელი ვადა: 6 (ექვსი) თვე;

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით (3x4) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mildiani.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია შ.პ.ს "წინანდლის ძველი მარანი",პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 ნოემბრამდე. გისურვებთ წარმატებას!