სტაჟიორი იურიდიულ მიმართულებით
1xP PRIORITY OPPA
თარიღები: 10 ოქტ - 08 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@oppa.ge
სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას: სტაჟიორი იურიდიულ მიმართულებაში.

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 300-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სტაჟიორის გადამზადება იურიდიული მიმართულებით არსებულ საქმიანობაში
  • იურიდიულ განყოფილებაში შემოსული მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება
  • სარეგისტრაციო ორგანოებში წარმომადგენლობა კომპანიის სახელით
  • ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით სასამართლო განჩინებებზე რეაგირება
  • სხვადასხვა ტიპის იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებში მონაწილეობა 
  • სამართლებრივი დასკვნის/შეფასების მომზადების პროცესში მონაწილეობა
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შეფასების პროცესში მონაწილეობა
  • სასამართლო საქმეების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
  • პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია იყო დამამთავრებული კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • საძიებო სისტემებში ინფორმაციის სწრაფად მოძიების უნარი;
  • განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.