ლაბორატორიის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ნუტრიმაქსი
მივლინება: არა ხელფასი: 1300
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მეცნიერება/განათლება: ბიოლოგიური/ქიმიური კვლევა
ნუტრიმაქსი საკვებ წარმოების 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც ამჟამად ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აერთიანებს მაღალი სტანდარტების მქონე  ლაბორატორიებით. კომპანიაში წარმოებული პროდუქტები მოიცავს საკვებს, როგორც ფერმერული მეურნეობებისთვის, ასევე აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. 

კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივ ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. 
სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით კომპანიის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია ცილის წარმოების ხელშეწყობისკენ. 
დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: www.nutrimax.ge 

კომპანია ,,ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციაზე მივესალმებით გამოცდილ, დეტალებზე, ხარისხსა და შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზემო ფონიჭალა
სამუშაო გრაფიკი - დინამიური, მცოცავი გრაფიკი (კვირაში 40 სთ)
ანაზღაურება - 1300 ლ. (Net)
დამატებითი ბენეფიტები - ტრანსპორტირება (მეტრო ისნიდან), კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • ლაბორატორიული კვლევების ჩატარება;
  • საკვებისა და ნედლეულის ხარისხის კონტროლი;
  • ნიმუშების მიღება, აღრიცხვა და რეპორტინგი;
  • ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი;
  • წარმოების ნიმუშების აღება და შემოწმება,მიღებული შედეგების დადარება შესაბამის ნორმებთან;
  • ლაბორატორიაში არსებული დანადგარების მოვლა,დაკალიბრება გაწერილი პერიოდულობით;
  • შესაბამისი სამუშაო ფორმების შევსება;
  • ექსპერიმენტებში ჩართულობა;
  • გარე ლაბორატორიებისთვის ნიმუშების მომზადება და გარე ლაბორატორიული მონაცემების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2);
  • საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 7 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლაბორატორიის სპეციალისტი".

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.