პროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი), კლინიკებთან/პროვაიდერებთან ურთიერთობების მენეჯერი
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დეპარტამენტში პროვაიდერული ზარალების მართვის მენეჯერის პოზიციაზე .
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

ფუნქციები
  • პროვაიდერი კლინიკის წარმომადგენლის მიღება და მისგან შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაციის ჩაბარება, ჩაბარებული დოკუმენტაციის შესაბამისი პასუხისმგებელი პირისათვის გადაცემა;
  • შესრულებული სამუშაოს ამსახველი ელექტრონული ვერსიის დამუშავება და პროგრამულად ასახვა;
  • პროგრამის აქტიურ ფაზაში (დასამუშავებელი) წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამუშავება ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში;
  • დამუშავების შემდეგ ინვოისის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისა და თანმხლები დოკუმენტაციის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა;
  • კორექტირებაზე პრეტენზიის შემთხვევაში კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებული/დასაბუთებული პასუხის მომზადება და შესაბამისი პირისთვის წერილობით ელ. ფოსტის საშუალებით მიწოდება (ბიზნეს სტრუქტურის შიგნით);
  • საჭიროებისამებრ საგარანტიოს მოთხოვნის განხილვა ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში და ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება/საგარანტიო წერილის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სავალდებულოა უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე; 

უნარ-ჩვევები
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ოპერატიულობა;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!