მცირე სესხების საკრედიტო რისკების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
საბანკო: SME საკრედიტო ოფიცერი
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას  პოზიციაზე -  მცირე სესხების საკრედიტო რისკების სპეციალისტი

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას  პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადექვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე. 

პროკრედიტ ბანკ საქართველოს,  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.

მცირე სესხების საკრედიტო რისკების სპეციალისტი:

სამუშაოს აღწერა:
  • მცირე კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და მისი ლიმიტის ფარგლებში დამტკიცება
  • კლიენტის ბიზნესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და გამოვლენილი რისკების შემცირებისთვის შესაბამისი ზომების დასახვა;
  • საკრედიტო პროცესის გასაუმჯობესებლად ანალიზისა და კვლევების მომზადება
  • საკრედიტო პროცესის დახვეწასა და გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებებში ჩართულობა

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (>B2);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • SME-ში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:
  • მოტივირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარები;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • სწრაფად ათვისების უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით ‘’ მცირე სესხების საკრედიტო რისკების სპეციალისტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:  31 ოქტომბერი 2024 წელი
გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ  იხილეთ www.procreditbank.ge).
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com   
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com