დღის ცვლის ადმინისტრატორი
თარიღები: 16 ოქტ - 08 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000
ენები: ინგლისური რუსული ქართული
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ადმინისტრატორი (HoReCa)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@hotelbloom.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 557 800 800
ქ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა №43-ში მდებარე სასტუმრო „ბლუმი“, აცხადებს ვაკანსიას დღის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: 
  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება, მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება; 
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება (სასურველია პროგრამა Fina-ს ცოდნა); 
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; 
  • გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება; 
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიღება-განთავსების განყოფილების ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის გადაცემა. 
 
პროფესიული მოთხოვნები: 
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა); 
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 
  • სასტუმროს ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა. 
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი).  
 
პერსონალური მოთხოვნები: 
  • სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და გაცნობიერება; 
  • მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები; 
  • კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები; 
  • პროფესიული დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი 

გრაფიკი: 2/2;  
სამუშაო საათები: 09:00-21:00  
ანაზღაურება: 1000ლ. 


დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@hotelbloom.ge; მობ: +995 557 800 800