IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
თარიღები: 09 ოქტ - 07 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  IT სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@orinabiji.ge
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით  500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
 "2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია,  მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ  ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ  საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

მაღაზიათა ქსელი "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სამუშაო ცვლების შესაბამისად: 09:00-18:00; 14:00-23:00.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საწვავისა და ავტომობილის ცვეთის ხარჯის ანაზღაურებას;
  • საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს.

ძირითადი ფუნქციები:
  • სათაო ოფისის, სავაჭრო ობიექტებისა და საწყობის შიდა ქსელის მონტაჟის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტებში განთავსებული კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მონტაჟი, პროგრამულად გამართვა და მუშაობის მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სავაჭრო ობიექტებში წარმოქმნილი IT პრობლემების აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო კონსულტაცია;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპიუტერული ტექნიკის გაძლიერება ან/და სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • სავაჭრო ობიექტებში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების უზრუნველყოფა.

ვაკანსიის მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებელი ან/და უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილის ფლობა;
  • Windows 7, Windows 8.1, Windows 10; PC Testing tools; Acronis, Microsoft Office ცოდნა.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@orinabiji.ge; გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 სექტემბერი, 2024 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!