შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ა17
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 2000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
შპს ა17 (სტომატოლოგიური კომპანია) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი მაღაზია 12 წელზე მეტია არის ბაზარზე და გამოირჩევა ზრდის მაღალი ტემპით ,
სთავაზობს თავის მომხმარებლებს პროდუქციის დიდ ასორტიმენტს და წარმოადგენს მსოფლიო წამყვან ბრენდებს . მაღაზია მდებარეობს თბილისში ანა ანტონოვსკაია #9

ძირითადი მოვალეობები:
  • შესყიდვების სრული ციკლის მართვა და კონტროლი;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება ხარისხიანი და ეკონომიური შესყიდვების მიზნით;
  • შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
  • შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება, ინვოისების გადამოწმება, რაოდენობა ფასი საბანკო რეკვიზიტები და სხვ. 
  • მარაგების მართვა (ვადები); პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
  • ბროგრამასთან მუშაობა 1C
  • საბაჟო პროცედურების წარმოება როგორც დისტანციურად ასევე უშაუალოდ საბაჟოზე

უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი
  • პუნქტუალობა
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები

განაკვეთი: სრული - 10:00 - 19:00 
კვირაში 5 სამუშაო დღე 
ანაზღაურება : 2000 ლარი 
სტაჟირების პერიოდი შეადგენს 1-3 თვეს 
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 1000 ლარი 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:a17@a17.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 598220060

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ა 17 მა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანია "ა17" გისურვებთ წარმატებებს!