საქმისმწარმოებელი
თარიღები: 09 ოქტ - 07 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამუშაოთა მწარმოებელი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancies@te.ge
შპს ,,თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას საქმისმწარმოებლის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  •  უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;

დამატებითი მოთხოვნები:
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და წარმოება; 
  • მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • ტექნიკურ საკითხებში დირექტორის მოადგილის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • ტექნიკურ საკითხებში დირექტორის მოადგილის განსახილველი განცხადებების, წერილებისა და სხვა კორესპონდენციის შესაბამისი შემსრულებლისათვის გადაცემა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულების ვადების კონტროლი; 
  • ტექნიკურ საკითხებში დირექტორის მოადგილეზე დელეგირებული ხელმოსაწერი დოკუმენტაციის მოქმედი რეგულაციების შესაბამისად ხელმოწერის ორგანიზება;
  • ტექნიკურ საკითხებში დირექტორის მოადგილის სახელზე შემოსული კორესპოდენციის განხილვა, შესაბამისი წერილობითი პასუხების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, ხელმოსაწერად გადაცემა და ადრესატისთვის გაგზავნის უზრუნველყოფა;

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის  აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ  გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი,  09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი;
ანაზღაურება კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: vacancies@te.ge  ( ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2024 წლის 8 ნოემბერი;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება  გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. 
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ  თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი  რეზიუმე  განხილულ იქნეს კომპანიის  მიერ სხვა სამომავლო,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი:  „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.