საოპერაციო მენეჯერი
თარიღები: 09 ოქტ - 07 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  სერვისის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hrboncafetbilisi@gmail.com
 Boncafé • ბონკაფე |  თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატს საოპერაციო მენეჯერის  პოზიციაზე. 

„ბონკაფე“ წარმოადგეს ადგილს, სადაც მომხმარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაციონის შემაგდენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, მრავალფეროვან საუზმეებს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს. 
დღესდღეობით ოპერირებს ერთი ობიექტი, ხოლო ნოემბრის ბოლოდან იხსნება მეორე.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
  • ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით ფიქსირებული+საბონუსე სქემა
  • თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე 
  • თანამშრომლის კვებით სარგებლობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური ენისა და საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სარესტორნო და მომსახურების სფეროში 2 წლიანი გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე
  • სურსათის უვნელობის სტანდარტის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტების შეუფერხებლად მუშაოების უზრუნველყოფა.
  • მომსახურების პროცესის მართვა და მონიტორინგი.
  • HACCP- ისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის დაცვის მონიტორინგი (ე.წ. „ჩექ ლისტების“ შესაბამისად).
  • ნედლეულისა და სახარჯი მასალების მომწოდებლებთან შეკვეთების განთავსება, კომერციული პირობების შეთანხმება, ფასებისა და პროდუქციის დროულად მოწოდების მონიტორინგი.
  • სხვა კონტრაქტორებთან და სერვისის პროვაიდერებთან კომუნიკაცია.
  • ქოსთ კონტროლისა და ფინანსურ მენეჯერებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ინფორმაციის დროული გაცლა.
  • ქოსთ კონტროლისა და ფინანსური მენეჯერებისგან ინფორმაციის მიღება და გადაცდომებზე რეაგირება.
  • ინვენტარიზაციების დაგეგმვა და პროცესის მონიტორინგი.
  • კერძების, სასმელების მომზადების ხარისხისა და ვიზუალის კონტროლი.
  • სამუშაო განრიგების შედგენა და კორექტირება.
  • თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება.
  • ახალი კადრების შერჩევა-აყვანის პროცესში მონაწილეობის მიღება.

ხარჯების ოპტიმიზაცისა და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი მუშაობა.
სასაქონლო მარაგებისა მატერიალური ფასეულობების ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე hrboncafetbilisi@gmail.com  დასახლების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.