ორთოპედიული სტომატოლოგიის - მოწვეული ლექტორი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს უნივერსიტეტი
მივლინება: არა
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და მეცნიერებების სკოლა აცხადებს ღია კონკურს ორთოპედიული სტომატოლოგიის - მოწვეული ლექტორის პოზიციაზე. 

წარმატებული კონკურსანტის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით
  • აკადემიური ხარისხი - დიპლომირებული სტომატოლოგი
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა (სასურველია)
  • კლინიკური გამოცდილება
  • ინგლისურ ენაზე ლექციის ჩატარების უნარი
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმეები ქართულ და ინგლისურ ენაზე 2024 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე vacancy@ug.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ „ორთოპედიული სტომატოლოგიის - მოწვეული ლექტორი“.

საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტი თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს სასწავლო პერსონალს ვთავაზობთ:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!