HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელისთვის დასავლეთ საქართველოში.
ძირითადი მოვალეობები:
დაქვემდებარებაში არსებული მაღაზიების ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა, მონიტორინგი და რეპორტინგი. ხარჯის ლიმიტების მონიტორინგი და მის მინიმიზაციაზე ზრუნვა;
მაღაზიაში რეგულარული ვიზიტები მერჩენდაიზინგისა და კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების და საოპერაციო პროცედურების აღსრულების კონტროლის მიზნით;
დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება და შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მიწოდება სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით;
მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჩივრების რეგულარული ანალიზი და პრობლემის მოგვარების გზების ინიცირება;
ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისთვის საჭირო პროცესების აღსრულება დადგენილი წესის შესაბამისად;
საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გაწევა მაღაზიის მენეჯერისთვის; თანამშრომელთა ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ინიცირება, რომელიც გუნდური ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს; თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
მაღაზიებისათვის საჭირო ახალი თანამშრომლების შერჩევისა და გადამზადების პროცესის მონიტორინგი და სოციალიზაციის უზრუნველყოფა;
მაღაზიის თანამშრომელთა სამუშაო პოტენციალის შეფასება და მათ განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა; დასაწინაურებელ კანდიდატთა რეკომენდაცია;
მარეგულირებლის მიერ დაწესებული რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის და მისი აღსრულების მონიტორინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი;
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეგიონალური მენეჯერის ან მსხვილი მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე;