რეგიონალური მენეჯერი დასავლეთ საქართველოში
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 09 ოქტ - 18 ოქტ
მდებარეობა: ქუთაისი ბათუმი ზუგდიდი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: დიახ
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  ფილიალების ქსელი შესყიდვები:  კვება/ინგრედიენტები TOP მენეჯმენტი:  ფილიალების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment24@hh.ge
HH Recruitment (www.HH.ge)   ეძებს კანდიდატს, რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი მაღაზიათა ქსელისთვის დასავლეთ საქართველოში.

ძირითადი მოვალეობები:  
  • დაქვემდებარებაში არსებული  მაღაზიების ყოველთვიური გაყიდვების  გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა,  მონიტორინგი და რეპორტინგი. ხარჯის ლიმიტების მონიტორინგი და მის მინიმიზაციაზე ზრუნვა;
  • მაღაზიაში რეგულარული ვიზიტები მერჩენდაიზინგისა და კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების და საოპერაციო პროცედურების აღსრულების კონტროლის  მიზნით;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება  და შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მიწოდება  სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჩივრების  რეგულარული ანალიზი  და პრობლემის მოგვარების გზების ინიცირება;
  • ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნისთვის საჭირო პროცესების აღსრულება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციის გაწევა მაღაზიის მენეჯერისთვის; თანამშრომელთა  ინდივიდუალური და პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება. სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ინიცირება, რომელიც გუნდური ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს; თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა; 
  • მაღაზიებისათვის საჭირო ახალი თანამშრომლების შერჩევისა   და გადამზადების პროცესის მონიტორინგი და სოციალიზაციის უზრუნველყოფა;
  • მაღაზიის თანამშრომელთა  სამუშაო პოტენციალის შეფასება  და მათ განვითარებაზე ზრუნვა, ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა; დასაწინაურებელ კანდიდატთა რეკომენდაცია;
  • მარეგულირებლის მიერ დაწესებული რეგულაციების  შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის და მისი აღსრულების მონიტორინგი.
 
ძირითადი მოთხოვნები:  
  • ბაკალავრის ხარისხი;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეგიონალური მენეჯერის ან მსხვილი  მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე;
  • საკუთარი ავტომობილი.

დამატებითი ინფორმაცია:
  • გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 09:00 – 18:00;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • ავტომობილის საწვავის ლიმიტი;
  • ავტომობილის ცვეთის ხარჯი.
 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე: recruitment24@hh.ge