1C ოპერატორი
თარიღები: 09 ოქტ - 07 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1100
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ბუღალტერია/ფინანსები:  1C სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@domino.com.ge
შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე

ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის  პოზიციაზე დიღმის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰიპერმარკეტში შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესებით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;
  • მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
  • დოკუმენტაციის წარმოება; 
  • ანგარიშ-ფაქტურების დამუშავება და RS-ზე აქტივაცია;
  • სასაქონლო ზედნადებების კონტროლი, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში; 
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტეის მომზადება;
  • ანგარიშგების წარდგენა ადმინისტრაციასთან მოთხოვნის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ოპერატორად მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel)

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება: 1100 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო).
  • კვება;
  • FitPass;

თუ თვლით რომ  აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ 
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge  
ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!