მთავარი ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ფულკრუმ ჰოლდინგი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: მთავარი ბუღალტერი
შპს ფულკრუმ ჰოლდინგი მრავალი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და შესრულებული აქვს მრავალი წარმატებული პროექტი. შპს ფულკრუმ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • მდებარეობა: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა
  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე

ძირითადი მოვალეობები:
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
  • ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ასაბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
  • თვის, კვარტლის და წლის დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად;
  • შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი გუნდისათვის საქმის დელეგირება, კონტროლი;
  • კლიენტი კომპანიების მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • კლიენტი კომპანიების საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ბიზნესში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
  • ACCA-ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS);
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;

ანაზღაურება:
  • ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@fulcrumholding.com წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".