ბიზნეს პროცესების მენეჯერი
1xP PRIORITY არქი
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი:  ბიზნესის განვითარება/სტრატეგია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს. 

ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ  ბიზნეს პროცესების მენეჯერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ბიზნეს პროცესების მენეჯერის ფუნქციები:
  • ორგანიზაციაში არსებული ბიზნეს პროცესების შეფასება და ანალიზი;
  • სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შექმნა ყველა დეპარტამენტისთვის;
  • ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • თანამშრომლებისთვის ახალი პროცესებისა და პროცედურების გაცნობა, საჭიროების შემთხვევაში მათი დატრენინგება;
  • დაკვირვება პროცესებზე რეალურ დროსა და სივრცეში;
  • სხვადასხვა პროცესების ურთიერთშესაბამისობის მონიტორინგი;
  • ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, არსებული პროცესების და პროცედურების ანალიტიკის საფუძველზე განსახორცილებელი ცვლილებების ინიცირება;
  • ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების, უზუსტობების აღწერა, დოკუმენტირება და რეკომენდაციების მომზადება;
  • დოკუმენტირებული პროცესების განახლებისათვის რეკომენდაციების მომზადება;
  • ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია/უკუკავშირი ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის და Visio-s მაღალ დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ  გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  ბიზნეს პროცესების მენეჯერი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის  8 ნოემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.