ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად კომანია „HPM”-ში ჩვენ ვეძებთ ბიზნეს პროცესების მენეჯერს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ბიზნეს პროცესების მენეჯერის ფუნქციები:
- ორგანიზაციაში არსებული ბიზნეს პროცესების შეფასება და ანალიზი;
- სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შექმნა ყველა დეპარტამენტისთვის;
- ბიზნეს პროცესების მონიტორინგის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- კომპანიაში დანერგილი პოლიტიკისა და პერიოდულობის შესაბამისად პროცესების მონიტორინგი, შეფასება, ანალიზი და რეპორტინგი;
- თანამშრომლებისთვის ახალი პროცესებისა და პროცედურების გაცნობა, საჭიროების შემთხვევაში მათი დატრენინგება;
- დაკვირვება პროცესებზე რეალურ დროსა და სივრცეში;
- სხვადასხვა პროცესების ურთიერთშესაბამისობის მონიტორინგი;
- ბიზნეს პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, არსებული პროცესების და პროცედურების ანალიტიკის საფუძველზე განსახორცილებელი ცვლილებების ინიცირება;
- ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების, უზუსტობების აღწერა, დოკუმენტირება და რეკომენდაციების მომზადება;
- დოკუმენტირებული პროცესების განახლებისათვის რეკომენდაციების მომზადება;
- ბიზნეს პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია/უკუკავშირი ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- შესაბამისი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ძალიან გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის და Visio-s მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ბიზნეს პროცესების მენეჯერი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 ნოემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.