ხარჯთაღრიცხვის განყოფილების უფროსი
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@ec.ge
ნომერ პირველი ინდუსტრიული სამშენებლო კომპანია ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ 2007 წელს დაარსდა.  კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება არის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტი.
„ელემენტ კონსტრაქშენი"-ს ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს კომპანიაში დასაქმებული პერსონალი წარმოადგენს. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. ჩვენი  გუნდი  450-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. 
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.ec.ge

„ელემენტ კონსტრაქშენი“  აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • პროექტის პირველადი შესწავლა და ტექნიკური მხარის სრულად შეფასება;
  • საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი და პროქტების ფასწარმოქმნა;
  • პროექტის მოცულობათა უწყისის (BOQ) შედგენა, დამუშავება და მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება და შესაბამის ფორმაში მოყვანა;
  • პოტენციური დამკვეთისთვის შეთავაზების (offer-ის) მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • პროექტების დაგეგმილი მარჟების კონტროლი;
  • ხარჯთახრიცხვაზე კრიტიკული შენიშვნების და რეკომენდაციების წარმოდგენა;
  • ხარჯთაღრიცხვის დეტალური ანალიზი;
  • პროექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; 
  • საპროექტო ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება;
  • დამკვეთის მოთხოვნების, საპროექტო დოკუმენტაციის სპეციფიკის ანალიზი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა და მათი საქმიანობების შეფასება/მონიტორინგი;
  • მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ, პროექტების მართვის და შესყიდვების დეპარტამენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო მენეჯმენტის, ან მონათესავე დარგში;
  • ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული  ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური  აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორინეტირებული;
  • პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული.
  • ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის 08 ნოემბრამდე.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ კონსთრაქშენმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ კონსთრაქშენის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!