ფილიალის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა
მივლინება: არა
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი; ბაგები წყნეთის გზატკეცილი # 29;   წერეთლის 71; 
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: 700 -1500 ლარის ფარგლებში ( მოჭრილი ანაზღაურება   +  ბონუსი ) 
ბენეფიტი: ფიტპასი; დაზღვევა; 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • უზრუნველყოს ფილიალში შეუფერხებელი სამუშაო პროცესი; 
  • აწარმოოს პროდუქციის, სალაროს, ფინანსური და ფილიალის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტაცია;
  • უზრუნველყოს ფილიალში განთავსებული/ განსათავსებელი სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხისა და გამართულობის კონტროლი;
  • სისტემატიურად აკონტროლოს სალაროს (მათ შორის სალარო აპარატის) გამართულად მუშაობის პროცესი (სალაროს ანგარიშის შემოწმება და რეესტრის დოკუმენტაციასთან შედარება და სხვა);
  • ფილიალის თანამშრომლებთან ჩაატაროს ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გასაუბრებები და უზრუნველყოს მათთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიწოდება;
  • უზრუნველყოს ფილიალის თანამშრომელთა ორგანიზება და ეფექტური მართვა;
  • ხელი შეუწყოს კორპორატიული გაყიდვების ზრდას;
  • შეადგინოს დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის გრაფიკი; 
  • აკონტროლოს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შვებულებით სარგებლობის პროცედურები;
  • შეასრულოს  მისი უშუალო ხელმძღვანელის დავალებები (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მენეჯერის პოზიცაზე 2  წლიანი  მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული მეტყველების და პრეზენტაციის  უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; 

პიროვნული მახასიათებლები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზვნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@chita.ge და სათაურის ველში მიუთითეთ  ვაკანსიის დასახელება „ფილიალის მენეჯერი“.