ფინანსური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი რითეილ კომპანია
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
28  წლის, სანდო და სწრაფად მზარდი  რითეილ  კომპანია ეძებს  თანამშრომელს ფინანსური მენეჯერის  თანამდებობაზე .

სამუშაო პირობები: 
სამუშაო ადგილი: თბილისი; დიღომი ;
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული;
სამუშაო საათები 09:30 – 18:30;
ანაზღაურება: 3000 ლარი; 
განათლება: უმაღლესი  
ბენეფიტები: დაზღვევა,  ფიტპასი;

ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა, საბრუნავი საშუალებების კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
  • კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
  • კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
  • კომპანიის ბუღალტრული განყოფილების მართვა და კონტროლი;
  • ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი;
  • საგადასახადო და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მართვა;
  • ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა დადგენილ ვადებში;

ძირითადი  მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ( ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით);
  • 3 + წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ფინანსური მენეჯერი);
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება საცალო ვაჭრობაში;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ;
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;
  • Fina-ს პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის, Excel-ის ს მარალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • აღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი;

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე   anjelika@ameritech.ge  30 ოქტომბრის ჩათვლით   და  Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, 
გისურვებთ წარმატებას.