უმცროსი შესყიდვების სპეციალისტი
თარიღები: 14 ოქტ - 30 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
შესყიდვები:  შესყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@chita.ge
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ ეძებს უმცროსი  შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე 
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას. 
ჩვენ გთავაზობთ : სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ მზარდ ანაზღაურებას; პროფესიულ ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას - პროფესიონალ გუნდთან ერთად.  გინდა დაეუფლო ბაზარზე ერთ-ერთ მოთხოვნად სპეციალობას,მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
 
სამუშაო პირობები:  
  • სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი # 19 ; 
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი/ სრული; 
  • სამუშაო საათები 09:30 – 18:30; 
  • ანაზღაურება: 1000- 1200 ლარი; ( 3 თვის შემდეგ ემატება ბონუსი) 
  • განათლება: უმაღლესი განათლება.  
  • ბენეფიტები: დაზღვევა,  ფიტპასი; 

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება; 
  • საქმიანი მიმოწერის წარმოება უცხოურ მომწოდებლებთან; 
  • ნაშთების კონტროლი; 
  • გაყიდვების ანალიზის მომზადება; 
  • შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება;  დაგეგმვა და კონტროლი; 
  • დადგენილი გრაფიკის მიხედვით შეკვეთების განხორციელება; 
  • შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის ყველა დოკუმენტაციის მომზადება, დროულად ატვირთვა; 
  • არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული მონიტორინგი; 
  • ახალი კოლექციის ფასების გამოყვანა-დასმა ( მონაწილეობის მიღება)  
  • ფილიალისა და სწყობის მენეჯერებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათთან შეკვეთის გაკეთება/პროგრამული შესყიდვები 
  • კონტეინერის ჩამოტანის ვადებისა და ინვოისების განაღდების კონტროლი მუდმივი კომუნიკაცია;  
 
აუცილებელი მოთხოვნები: 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა 
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel; Word). 
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის მიმართულებით(ლოჯისტიკა/შესყიდვები); (სასურველია) 
  • ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის შემუშავების გამოცდილება და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა. 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 


თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე   hr@chita.ge 30 ოქტომბრის ჩათვლით   და  Subject-ის ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება,  
გისურვებთ წარმატებას.  
      
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 
 
შპს  "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.