Cactus აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, 87 გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა
კომპანია: Cactus (www.cactus.ge) – Graphisoft - ის ოფიციალური პარტნიორი და არქიტექტურული პროგრამული უზრუნველყოფის ავტორიზებული დისტრიბუტორი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
პოზიციის აღწერა:
ჩვენ ვეძებთ დინამიურ და გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს მზარდ გუნდს. წარმატებული კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებაზე, კლიენტებთან ძლიერი ურთიერთობების დამყარებაზე და მომხმარებელთა ბაზის ზრდაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის მიზნების მისაღწევად.
- ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ძირითად კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება.
- გაყიდვების პროცესის მართვა.
- გაყიდვების პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის.
- მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ მომხმარებლებთან.
- მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ეფექტური გაყიდვების კამპანიების შესაქმნელად.
- ბაზრის ტენდენციების და კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი ახალი შესაძლებლობების დასადგენად.
- ინდუსტრიულ ღონისძიებებზე და კონფერენციებზე დასწრება კომპანიის პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
მოთხოვნები:
- გაყიდვების მენეჯერის ან მსგავსი პოზიციის გამოცდილება
- არქიტექტურული და დიზაინ ინდუსტრიის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარები.
- დამოუკიდებლად მუშაობის და რამოდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი.
- ძლიერი ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი.
- CRM პროგრამებსა და Microsoft Office-ის ცოდნა.
- ინგლისური ენის ფლობა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
უპირატესობები:
- კონკურენტული ხელფასი და ბონუსური სისტემა.
- არქიტექტურული პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს გადაწყვეტილებებთან მუშაობის შესაძლებლობა.
- მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
- კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ევროპაში და ამერიკაში კომპანიის დაფინანსებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე - info@cactus.ge. გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებას!