არქიტექტორი-Archicad-ის ინსტრუქტორი/ტექნიკური სპეციალისტი
2xP PRIORITY Cactus
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ინფორმაციული ტექნოლოგიები:  პროგრამისტი/დეველოპერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@cactus.ge
Graphisoft - ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია “Cactus”, აცხადებს ვაკანსიას Archicad - ის ინსტრუქტორის/ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე. 
ადგილმდებარეობა: თბილისი, 87 გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • Archicad - ის მაღალ დონეზე ცოდნა 
  • სხვა BIM ტექნოლოგიების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 
  • პედაგოგიური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად 
  • ინგლისური ენის ცოდნა 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • Archicad-ის კურსების ორგანიზება და სწავლება სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის 
  • Archicad-ის სასწავლო პროგრამის შექმნა და მოდიფიკაცია 
  • Archicad-ის კურსების ლოკალიზაცია 
  • Archicad-თან დაკავშირებული ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა 
  • Archicad-ის პრეზენტაციების/ვებინარის წაყვანა 

პიროვნული თვისებები: 

  • პასუხისმგებლობა
  • ცოდნის გადმოცემის უნარი 
  • აქტიური და ინიციატივიანი 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • შრომისუნარიანი და მიზანდასახული 
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი 
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მზად ვართ ყველა კანდიდატთან ინდივიდუალურად განვიხილოთ ანაზღაურება გასაუბრების და ტესტის შედეგის შესაბამისად (ხელფასი + ბონუსი) 
  • ინდივიდუალური სამუშაო განრიგი, განვიხილავთ კანდიდატებს როგორც სრულ ასევე არასრულ განაკვეთზე 
  • მეგობრული გარემო და პროფესიონალური გუნდი საერთაშორისო სპეციალისტებით 
  • კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ევროპაში კომპანიის დაფინანსებით 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე - info@cactus.ge. გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - Archicad - ის ინსტრუქტორი. 
გისურვებთ წარმატებას!