პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი კონტაქტჰოუმი
მივლინება: არა
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელში  „კონტაქტ ჰოუმი“ ვეძებთ პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერს.

,,კონტაქტ ჰოუმი’’  არის  თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ  თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მართვა;
  • ვადაგადაცილებაში არსებული სესხების დაბურნების უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • პრობლემური პორტფელის სისტემური მონიტორინგი;
  • პრობლემურ კლიენტებთან ადგილზე ვიზიტი და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ჩვენს გუნდში ვეძებთ პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერს, რომელსაც  აქვს: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;
  • სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი და ჰქონდეს მართვის მოწმობა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
  • ანაზღაურება:  ფიქსირებული + ბონუსი ;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; ( ინდივიდუალური და საოჯახო)
  • Fitpass;
  • წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off. 
  • კარიერულ წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 ნოემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ პრობლემური აქტივების მართვის ოფიცერი”).
გისურვებთ წარმატებას!

***    მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.