ბარმენი
1xP PRIORITY ibis Tbilisi Ortachala
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  ბარმენი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.ibis@hpm.ge
156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.  
სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22  
 
ძირითადი მოვალეობები:  
  • ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა; 
  • შეკვეთების მიღება და მომზადება ოპტიმალურ დროში დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტის შესაბამისად; 
  • ბარში არსებული დანადგარების, ჭურჭლისა და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა; 
  • ყოველდღიურად, ბარის არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა, სასმლის შენახვა და მარაგების კონტროლი; 
  • გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სარესტორნო საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; 
 
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ბარმენი.“;  
გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. 
 
წარმატებებს გისურვებთ!