156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22 ძირითადი მოვალეობები: - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
- შეკვეთების მიღება და მომზადება ოპტიმალურ დროში დადგენილი სტანდარტებისა და რეცეპტის შესაბამისად;
- ბარში არსებული დანადგარების, ჭურჭლისა და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა;
- ყოველდღიურად, ბარის არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა, სასმლის შენახვა და მარაგების კონტროლი;
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სარესტორნო საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ბარმენი.“; გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე. წარმატებებს გისურვებთ!