გაყიდვების სუპერვაიზერი
2xP PRIORITY GDL
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი თელავი სამტრედია
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  სუპერვაიზერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gdl.ge
GDL - ჯიდიელი („საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“ ყოფილი „თელიანი თრეიდინგი“) 2005 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და აწარმოებს სასმელი პროდუქტების დისტრიბუციას, გაყიდვას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. წლების მანძილზე კომპანიის პორტფელი და საქმიანობის არეალი გაიზარდა, 2018 წლიდან კომპანიის საქმიანობას ლოგისტიკური მომსახურებაც დაემატა, შესაბამისად დადგა რებრენდინგის საჭიროება და დღეს უკვე კომპანია განახლებული სახელითა და ბრენდით ოპერირებს ბაზარზე.
ამჟამად ჯიდიელის პორტფელში დაახლოებით 30-მდე პროდუქტია, რომლის ექსკლუზიურ გაყიდვას და ბრენდის განვითარებას კომპანია საქართველოს მაშტაბით 15 წელზე მეტია ახორციელებს . 

ჯიდიელი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სუპერვაიზერის  პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ლოკაცია: თბილისი/თელავი/სამტრედია/ბათუმი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შემუშავება;
  • ბაზარზე პროდუქციის გაყიდვების განვითარების სქემების, ფორმების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამუშავება; 
  • შესაძლო რისკების დონის გათვალისწინებით ბიზნეს-გეგმების, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების კომერციული პირობების შემუშავებისა და აღსრულების კონტროლი;
  • მონაწილეობა ფასთაწარმოებაში,  ანგარიშსწორების განსაზღვრა შეთანხმების მიხედვით, ფასდაკლებების სქემის დამუშავება სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე;
  • მის დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო წარმომადგენლების  საქმიანობის ხელმძღვანელობა და კონტროლი შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით;
  • მყიდველის მიერ პროდუქციის საფასურის გადახდის კონტროლი გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად, ყველა სავაჭრო წარმომადგენლისთვის როგორც ჯამური, ისე სათითაო ობიექტის მიხედვით საკრედიტო ლიმიტების დაწესება,  ლიმიტების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილები შეტანა გაყიდვების მენეჯერთან შეთანხმებით;
  • მონაწილეობა მის დაქვემდებარებაში მყოფი სავაჭრო წარმომადგენლების მარშურტის შედგენაში, მარშრუტისა და შეკვეთების ოპტიმიზაციაში; 
  • კლიენტთან დადებული ხელშეკრულების (მარკეტინგული, ფასდათმობა, თაროს იჯარა, პრიორიტეტი) პირობების შესრულების მონიტორინგი 
  • თვეში ერთხელ ფინანსურ სამსახურთან ერთად მის სასუპერვაიზერო ქსელში არსებული დანახარჯების ეფექტურობის ანალიზის გაკეთება.
  • წინასახელშეკრულებო სამუშაოების ორგანიზება და ხელშეკრულებების გაფორმება 
  • ობიექტების  გაყიდვების და თანხის ამოღების ანალიზში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • აუცილებელია ‘’B’’ კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომანქანის ყოლა (ცვეთისა და საწვავის ხარჯი ანაზღაურდება კომპანიის მხრიდან)

გარანტიები:
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „გაყიდვების სუპერვაიზერი“ და რეგიონი;
გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!

დაუშვებელია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!