სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
- მომხმარებლის მოსაზიდად სტრატეგიის განსაზღვრა და დაგეგმვა;
- მარკეტინგულ სტრატეგიაზე მუშაობა და ახალი იდეების გენერირება;
- მარკეტინგული გეგმის განხორციელება, შემდგომი მონიტორინგი და რეპორტინგი;
- პროექტების ფინანსური ანალიზი და ბიუჯეტირება;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
- სარეკლამო და კვლევით ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;
- არსებული ბაზრის კვლევა/ანალიზი;
- მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
უნარ ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- კრეატიული აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
ანაზღაურება: 2500 ლარი NET + ყოველთვიური ბონუსი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@asgeorgia.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.