საწარმო დანადგარის მთავარი ოპერატორი
2xP PRIORITY კოფისტა
თარიღები: 08 ოქტ - 06 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 1500 +ბონუსი
წარმოება/ოპერაციები:  დაზგის ოპერირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@coffeesta.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 551553303

საკონდიტრო საწარმო „ჯორჯიან  ბეიქერს“-ი აცხადებს ვაკანსიას „საწარმო დანადგარის მთავარი ოპერატორი“-ს პოზიციაზე:

 

სამუშაო გრაფიკი: სრული 08:00 – 18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათი-პარასკევი 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, სავაჭრო ცენტრი „ჰალუინგი“-ს მ/ტ ჯუმბერ ლეჟავას 22;

ანაზღაურება: 1500 ლარი


ძირითადი მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიტუაციის შესაბამისად სწრაფად რეაგირების და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიების უნარი;
  • კვების საწარმოებში  მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;


სამუშაოს აღწერილობა / ძირითადი მოვალებები:

  • დანადგარის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დანადგარის დაზიანების შემთხვევაში დროულად რეაგირება;
  • საწარმოო ხაზის გაუმართაობის, წუნდებული პროდუქციის აღმოჩენის ან რაიმე სხვა პრობლემის გამოვლენის შემთხვევაში საჭირო ზომების მიღება კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი თანამშრომლის ინფორმირება;
  • ხაზის მართვის პანელთან და მზა პროდუქციის შესაფუთ დანადგარებთან  მუშაობა და კონტროლის განხორციელება (ტემპერატურა, სიჩქარე და სხვა.);
  • კომპანიაში დანერგილი ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მართვა (ჩანაწერების წარმოება, გადამოწმება); 
  • დანადგარის დასუფთავება;


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551553303

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ

შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


კოფისტა მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის

და გისურვებთ წარმატებას.