საწყობის მენეჯერის მოადგილე

თბილისი სრული განაკვეთი Legi
მივლინება: არა
ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე.
შპს „ლეგის“ საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას.
შპს „ლეგი“ ორიენტირებულია კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის მოადგილის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი -  თბილისი, დიდი ლილო, იალნოს ქ. #27

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საბუღალტრო პროგრამის 1C   ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამის Excel სრულყოფილი ცოდნა.
  • რუსული ენის  ცოდნა. 

მოვალეობები:
  • საწყობის მართვაში მონაწილეობის მიღება, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
  • საწყობში შემოსული და საწყობიდან გასული პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
  • საწყობში არსებული ნაშთების აღრიცხვა, კონტროლი და აღნიშნული ინფორმაციის ჩანაწერების წარმოება და უფროსისთვის მიწოდება;
  • შესასყიდი პროდუქციის გადანაწილება საწყობების მიხედვით;
  • რისკების შეფასება და მართვა, ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა აცნობოს უფროსს;
  • საწყობის უფროსთან კოორდინირებულად  და  შეთანხმებით მოქმედება. 
  • საწყობის უფროსის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!