ფსიქოლოგი სერვისის უზრუნველყოფის მიმართულებით
თარიღები: 08 ოქტ - 18 ოქტ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
სამედიცინო:  ფსიქოლოგია
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@psp.ge
კომპანია „პსპ ფარმა“  აცხადებს ვაკანსიას - ფსიქოლოგი სერვისის უზრუნველყოფის მიმართულებით  
 
ფუნქცია-მოვალეობები 
  • აფთიაქებში მომსახურების სტანდარტების დანერგვის მიზნით პერსონალის მომსახურების მონიტორინგი; 
  •  მონიტორინგის შედეგების პროგრამაში ასახვა; 
  • მონიტორინგის შედეგებზე დაყრდონით მომსახურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; 
  • თანამშრომელთან უკუკავშირი და სიღრმისეული ინტერვიუს ჩატარება; 
  • მომსახურების სტანდარტების სრულყოფაში მონაწილეობის მიღება; 
  • მომსახურების ობიექტის ანალიზი სერვისის კუთხით.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება (სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);  
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Excel, Word) 
 
უნარები და პიროვნული თვისებები 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ოპერატიულობა; 
  • დროის მართვა; 
  • მიზანდასახულობა; 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge   და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი, 2024 წელი.